თბილისის საქალაქო სასამართლომ დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობის საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შუამდგომლობა დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე - ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ეხება.
"სასამართლოს განჩინებით ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც მიმალვაშია, დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი პირი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, ვინაიდან, იგი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში“, - აცხადებენ სასამართლოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.