ირაკლი ღარიბაშვილი ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურში აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდებს
04-07-2014, 08:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მოიხადეთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი, მიიღეთ მონაწილეობა მეორე ტურში იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდეს , - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიმართვაში.

 



"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის თარიღი გამოაცხადა. 12 ივლისი იქნება ის დღე, როდესაც პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 12 ივლისს ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა უნდა ჩააბაროს. ჩვენ უნდა ჩავატაროთ თავისუფალი და გამჭვირვალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური და ვაჩვენოთ, რომ საქართველოში დემოკრატიული განვითარება შეუქცევადია. მოგიწოდებთ ყველას, იაქტიუროთ, მოიხადოთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი და მიიღოთ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ კიდევ ერთხელ გამოხატოთ თქვენი ნება და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი კანდიდატი. იცოდეთ, თითოეული თქვენი ხმა იქნება დაცული და თავისუფალი არჩევანი - გარანტირებული. ჩვენ არა გვაქვს უფლება მოვდუნდეთ, ვიყოთ პასიური იმ იმედით, რომ არჩევნები უჩვენოდაც ჩატარდება. დღეს არა გვაქვს უფლება გულგრილი დავრჩეთ პროცესებისადმი! იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანის ხმა მნიშვნელოვანია! იცოდეთ, თქვენი ხმა იგებს და თქვენი ხმა გადამწყვეტია! 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტური გაიმართება თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, გორში, მცხეთაში, ოზურგეთსა და თელავში და 13 თვითმმართველ თემში - ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლში, თელავსა და ხულოში", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

 


ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისისთვის დაინიშნა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი