საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ გაერო-ს გენერალური მდივანის ბან კი მუნის ვიზიტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში გადაიდო.
ეს განცხადება გაერო-ს გენერალური მდივნის პრეს-ოფისის მიერ გაკეთდა.
”საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-სთან დღეს გამართავს შეხვედრას გენერალური მდივნის კაბინეტის ოფისში ამ საკითხთან დაკავშირებით და დამატებითი დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი”, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ბან კი მუნის ვიზიტი საქართველოში 23 აპრილს იყო დაანონსებული, რის შემდეგაც ის 25 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთში აპირებდა ჩასვლას. სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში გენერალურ მდივანს ბაქოშიც ელოდებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.