თავდაცვის მინისტრმა 150 სამხედრო მოსამსახურეს ბინები პირად საკუთრებაში გადასცა
21-04-2016, 07:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვარკეთილის სამხედრო ქალაქში სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის ღონისძიება გაიმართა. აბაშვილის ქუჩის N3-ში მდებარე სამხედრო ქალაქის V და IX კორპუსებში საცხოვრებელი ფართები 150 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირადად გადასცა. თინათინ ხიდაშელმა ახალ მესაკუთრეებს ბინების მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 


სამხედრო ქალაქში ბინების გადაცემის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები.

 


აბაშვილის ქუჩის N3-ში ბინები, ამჯერად, იმ სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ნამსახურები წლების მიხედვით და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეების მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ N135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის საფუძველზე ეკუთვნოდათ.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ბინების გადაცემის კრიტერიუმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 2017 წელს უკვე შესაძლებელი იქნება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების სისრულეში მოყვანა. „ბინების დარიგების დროს რამდენიმე პრინციპი მოქმედებს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კონტრაქტებია, სადაც გარკვეულ პერიოდამდე სახელმწიფოს მიერ ვალდებულებაა აღებული. ეს არის პირველი და მთავარი კრიტერიუმი. ჩვენ დაახლოებით 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გვყავს დარჩენილი, ვისაც ბინა არ აქვს მიღებული. ჩემი მინისტრობის დროს უკვე 400-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო ბინა. ჩვენ ორ კვირაში, აღდგომის შემდეგ, კიდევ 120 ბინას გადავცემთ. ივნისში დაახლოებით ამდენივეს; ვფიქრობთ, წლის ბოლომდე კიდევ ორ კორპუსს ჩავაბარებთ ანუ თითქმის გავანახევრებთ სიას. 2017 წელს უკვე შესაძლებელი იქნება მთლიანად დავასრულოთ ეს ვალდებულება. ამ ვალდებულებებში ხდება ადამიანების გადაჯგუფება მათი კონკრეტული მახასიათებლებით - მრავალშვილიანობა, სოციალური სტატუსი, ნამსახურობის წლები. ბუნებრივია, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭებათ. ჩვენ დავასრულეთ გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების დაკმაყოფილება,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 


ბინების განაწილება კენჭისყრის მეშვეობით განხორციელდა. სამხედროებს ბინები საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცათ.

 


კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა სამხედროებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად ახალი ბინები დაათვალიერა და სარემონტო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი