აწყურის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დადგენილია
21-04-2016, 08:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აწყურის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია, - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

 

როგორც ირკვევა, ქალი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, ნაქირავებ ბინაში შვილსა და რძალთან ერთად ცხოვრობდა.

 

”რძალი არასრულწლოვანი გოგონაა. მას ჩემთან ვაწყებინებდი მუშაობას, ვასწავლიდი. რამდენიმე დღე იარა, გუშინ კი ქმარმა მოაკითხა და მთხოვა, ცოტა ხნით გამეთავისუფლებინა. გავატანე მაღაზიის ტელეფონი და ვუთხარი, რომ თუ დამჭირდებოდა, დავურეკავდი. დღეს დილით შემოვიდა და ქმრისთვის სიგარეტი იყიდა. ვუთხარი, თუ ჩემთან მუშაობას აპირებ, ვერ იქნება ისე, რომ ყოველ თხოვნაზე წახვიდეთქო და ვთხოვე, თუ არ აპირებ მუშაობას, ტელეფონი დამიბრუნეთქო. მან მითხრა, აუცილებლად მოვალო და დაამატა, ჩემს ქმარს პრობლემები აქვსო“, - განაცხადა ადგილზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველმა.

 

მისივე თქმით, როდესაც რამდენიმე საათის განმავლობაში გოგონა აღარ გამოჩნდა, გარეთ გაიხედა და დაინახა, რომ სახლთან ლენტი იყო გავლებული და ადგილზე პოლიციელები მუშაობდნენ.

 

„არ ვიცი, ვინ მოკლეს ან ვისი ცხედარია ნაპოვნი. გავიხედე და დავინახე, რომ ლენტი იყო გავლებული დ აღარ გავსულვარ გარეთ“, - განაცხადა მაღაზიის გამყიდველმა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი წაიყვანეს, თუმცა მათთვის უცნობია, მოხდა თუ არა ვინმეს დაკავება. თბილისში, აწყურის ქუჩაზე მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გამოძიების ინტერესებისად გამომდინარე, მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ.

 

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი