გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვჭირდება კონკურენტული არჩევნები, რომლის დროსაც არ იყინება საბანკო ანგარიშები და არ ხდება სატელიტური თეფშების კონფისკაცია
21-04-2016, 08:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ გვჭირდება კონკურენტული არჩევნები ნეგატიური სიურპრიზების გარეშე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.


"ჩემი სახელმწიფო ვერ იქნება თავისუფალი, თუ მის მოქალაქეებს არ ექნებათ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ევროპის დემოკრატიული გამოცდილება ეფუძნება იდეას, რომ მოქალაქეებს აქვთ ხელშეუვალი უფლებები, რომლებზეც უმრავლესობის ტირანიას არავითარი გავლენა არა აქვს.


კვირიკაშვილის თქმით, 2012 წელს ქართველმა ხალხმა მიაღწია ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლას და  2012 წლის შემდეგ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიც ასევე გამჭვირვალედ ჩატარდება.

"რეჟიმები 2012 წლამდეც იცვლებოდნენ, თუმცა არა არჩევნების გზით. ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს ქართველმა ხალხმა მიაღწია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას, რამაც გამოიწვია რეჟიმის შეცვლა. 2012 წლის შემდეგ ჩვენ უკვე ჩავატარეთ თავისუფალი არჩევნები - ადგილობრივი და საპრეზიდენტო, რომლებიც სამართლიან გარემოში წარიმართა. წლევანდელი არჩევნები კი დააგვირგვინებს ამ ციკლს.


ჩვენ გვჭირდება კონკურენტული არჩევნები ნეგატიური სიურპრიზების გარეშე, რომლის დროსაც არ იყინება საბანკო ანგარიშები და არავინ აკონტროლებს, თუ რა სახის ინფორმაცია მიეწოდება მოქალაქეებს, როდესაც არ ხდება სატელიტური თეფშების კონფისკაცია და ყველა კანდიდატს აქვს წარმატების შესაძლებლობა საარჩევნო ყუთებთან. ჩვენ გვინდა ვიზეიმოთ შედეგები, როგორიც არ უნდა იყოს ის," განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები: 1
#1   ბესიკ
      
მართალი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს ეს კაცი,იქნებ თვალი არ ეცეს...
21 აპრილი 2016 09:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი