საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.
ეკა ბესელიამ პრემიერის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, რომ ოპონენტებს რეალობის სრულიად საპირისპიროდ წარმოჩენის არანაირი სივრცე არ დარჩათ.
”პრემიერის გამოსვლა იყო პირდაპირი, ნათელი, ძალიან გულწრფელი, მკაფიო, დამაჯერებელი, რეალური სურათის შემქმნელი. მე ვფიქრობ, რომ არანაირი მანიპულაციის საფუძველი არ დარჩა ჩვენს ოპონენტებს და არანაირი სივრცე აღარ დარჩა იმისთვის რომ წარმოაჩინონ რელაობა სრულიად საპირისპიროდ. პრემიერმა დატოვა ძალიან დადებითი და ძალიან კარგი შთაბეჭდილება ჩვენს კოლეგებში”, -განაცხადა ეკა ბესელიამ სტრასბურგში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.