The Guardian-ის ინფორმაციით, პარიზში, 2015 წლის 13 ნოემბერს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებში ეჭვმიტანილ სალაჰ აბდესლამს ბრალი წაუყენეს.
აბდესლამს 15 მარტს, ბრიუსელში პოლიციელებისთვის ცეცხლის გახსნა ედება ბრალად.
მისი განცხადებით, საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტების დროს თავი შეგნებულად არ აიფეთქა.
„მე რომ მდომოდა ამის გაკეთება, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა“, - აღნიშნა თავდასხმებში ეჭვმიტანილმა.
სალაჰ აბდესლამი ბელგიელმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის შედეგად 18 მარტს დააკავეს.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.