თბილისის საქალაქო სასამართლომ, დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესზე, საქმე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა განიხილა. პროცესს თავად ბრალდებული, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანაპარტიელები ესწრებოდნენ.
როგორ გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაცვის მხარე სასამართლოს ამგვარ გადაწყვეტილებას არ ელოდა, რადგან საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, მითუმეტეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებისთვის.
მისი თქმით, დაცვის მხარე ბოლო წუთამდე ელოდა, რომ უგულავას გაათავისუფლებდნენ.
"ამ კონკრეტულმა მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებით, ფეხქვეშ გათელა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება. ეს იყო ერთგვარი შეურაცხყოფა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი აბსურდული შუამდგომლობის უაპელაციო დაკმაყოფილება" – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
მისივე განმარტებით, დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებს, თუმცა ადვოკატის შეფასებით, იქ საქალაქო სასამართლოზე უარესები ხდება.
გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო სხდომა დაახლოებით, ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ბრალდების მხარე უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობას მოითხოვდა, დაცვის მხარის პოზიციით კი, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა.
ყოფილი მერი ორი დღის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას გუშინ წარედგინა ბრალდება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ 2014 წლის 5 ივნისს განხორციელებული იძულების და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისათვის, რომელიც მიმართული იყო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის კანონიერი საქმიანობის შეფერხებისკენ. ასევე, წარედგინა ბრალდება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის.
დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით, 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 226-ე მუხლით და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.