„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის PACE-ში გამოსვლას აფასებს.
ჩიქოვანი აცხადებს, რომ პრემიერის გამოსვლა, ალბათ, უფრო ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის აუდიენციაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის. მისივე თქმით, ევროპის საბჭო ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა, თუმცა პრემიერისგან ვერ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებისთვის ახორციელებს.
”ერთ-ერთი საკითხი, რომელიც პრემიერმა თავის გამოსვლაში პოზიტიურად აღნიშნა, სასამართლო რეფორმა იყო, თუმცა ჩემს კითხვაზე - რამდენად კმაყოფილია და როგორ შეაფასებდა ის სასამართლო რეფორმას, რომელმაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს მართლმსაჯულების სახედ გახადა მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებებიც ამ ორგანიზაციის - ევროპის საბჭოს - ადამიანის უფლებათა სასამართლოს რამდენჯერმე უარყოფილი აქვს, მან თქვა, რომ სრულყოფილი არავინ არ არის. პრემიერმა ისაუბრა იმაზე, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესს ყოველთვის ახლავს გარკვეული უკმაყოფილება, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს თანამოქალაქეებში ნამდვილად არ არსებობს იმის შეგრძნება, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. ასევე, იყო გარკვეული უზუსტობა, რომ ოპოზიციასთან მიღწეულია შეთანხმება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რაც არაზუსტი ინფორმაციაა”, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე ინფორმაციით, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებს ჰქონდათ ნათელი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ ვერ დააკმაყოფილა ვენეციის კომისიის მოთხოვნები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და რამდენიმე კითხვა სწორედ ამ შინაარსის იყო. ასევე, დაისვა შეკითხვები მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
”პრემიერისგან მოვისმინეთ, რომ ეს იქნება ყველაზე თავისუფალი არჩევნები, თუმცა ამ ყველაფერს მომავალში დასჭირდება საქმით დამტკიცება”, - დასძინა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.