საქალაქო სასამართლო საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
21-04-2016, 10:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლო საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შეფარდების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ პროკურატურის შუამდგომლობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების მიმართ, პატიმრობის გამოყენების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

გთავაზობთ ამონარიდს საქალაქო სასამართლოს განცხადებიდან:

 

”2016 წლის 21 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით არ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების ნ. ა.-სა და ა. დ.-ის მიმართ, პატიმრობის გამოყენების თაობაზე და მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდათ გირაო, თითოეულს 5000-5000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ბრალდებულები ცხადდებიან საგამოძიებო ორგანოში, აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ჰყავთ ოჯახები, არ არიან ნასამართლევნი, შესაბამისად არ არსებობს მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულები არ იმყოფებოდნენ დაკავებაში, თუმცა საქმეზე კვლავ მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის საფრთხის არსებობის გამო, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პირობებშიც მიღწევადია აღკვეთის ღონისძიების მიზნები.- ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი