უდიდესი პუპულარობის მქონე და გავლენიანი მუსიკოსი, პრინცი, 57 წლის ასაკში, თავის სახლში, მინესოტაში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც BBC წერს ხუთშაბათს პოლიცია გამოიძახეს პრინცის პეიზლი პარკის სახლში, რომლის ლიფტშიც იგი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ჯერჯერობით მისი სიკვდილის მიზეზზე არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
პრინცი მსოფლიო სუპერ ვარსკვლავი 1980-იან წლებში გახდა. მისმა ინოვაციურმა მუსიკამ მოიცვა როკი, ფანკი და ჯაზი. მისი კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა.
"უდიდესი მწუხარებით ვადასტურებ რომ ლეგენდარული, საკულტო შემსრულებელი, პრინცი როჯერს ნელსონი გარდაიცვალა," განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.