გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს
05-07-2014, 01:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა.

 

 

ერთმანეთს უგულავას მხარდამჭერები და მათი მოწინააღმდეგები დაუპირისპირდნენ.

 

 

ადმინისტრაციული წესით დააკავეს ოთხი ადამიანი - დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, კოტე გაბაშვილი და ასევე, ,,თავისუფალი ზონის" ორი წარმომადგენელი .

 

 

ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ შორისაა "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელი ლაშა რუხაია, რომელიც უგონო მდგომარეობაში ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

 


თბილისის საქალაქო სასამართლომ წუხელ დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 


ყოფილი მერი ორი დღის წინათ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

 

 

გიგი უგულავას ბრალდება წარდგენილი აქვს შემდეგ ეპიზოდებში: მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ 2014 წლის05 ივნისს განხორციელებული იძულების და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის, რომელიც მიმართული იყო მარნეულის საოლქო საარჩევნოკომისიის კანონიერი საქმიანობის შეფერხებისაკენ. ასევე გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებითდიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის. დანაშაულიგათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით, 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 226-ე მუხლით და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი