თბილისში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და განათების ბოძი წააქცია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-მდე შეტყობინება შევიდა
22-04-2016, 00:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.


”წუხანდელი ღამის განმავლობაში დაახლოებით 100-მდე შეტყობინება შემოვიდა. მათი უმეტესობა შეეხებოდა იმას, რომ ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ”სოკარის” ცენტრალურ ოფისთან დაფიქსირდა, სადაც მოგლეჯილი ხე ავტომანქანას დაეცა. იყო ხისგან ავტომანქანის დაზიანების სხვა ფაქტებიც, -აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მათივე ინფორმაციით,  აღნიშნული შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

 


ხეები და განათების ბოძი წაიქცა თბილისში დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასა და 5 დეკემბერის ქუჩაზე, რის შედეგადაც დაზიანდა მერსედესისა და ჰიუნდაის მარკის ავტომობილები. შემთხვევის დროს მძღოლები მანქანებში ისხდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი