[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ქართველი ძიუდოისტი, ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. მარგველაშვილმა ფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, კოლინ ოატესი იპონით დაამარცხა. მანამდე კი ნახევარფინალში ბელარუსი დიმიტრი შერშანი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა. ხოლო მეოთხედფინალში რუსეთის წარმომადგენელ ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ არსენ გალსტიანს მოუგო. პირველ ორ შეხვედრაში კი მარგველაშვილმა თურქი სინან სანდალი და პორტუგალიელი ანდრე სოარეში იპონით დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა, ამირან პაპინაშვილმა იასპარეზა. პაპაშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში იტალიელ ელიოს მანზისთან ორი გაფრთხილებით წააგო.
მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველებიდან ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გამოვლენ, ხოლო საქართველოს სახელით ქალებში ჰოლანდიელი ესტერ სტამი (70) იასპარეზებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.