გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა ჩილელ კოლეგასთან, ჰერალდო მუნოს ვალენსუელასთან გამართა.
"შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ჩილეს შორის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური თანამშრომლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩილესთან ურთიერთობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს დაეთმო. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩილეს რესპუბლიკაში არსებული მსგავსი ლიბერალური სავაჭრო და ეკონომიკური პოლიტიკა მეტ შესაძლებლობას იძლევა აღნიშნულ სფეროებში ურთიერთობის განვითარებისთვის.
შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს, როგორც რეგიონალური ეკონომიკური ჰაბის როლზე ისაუბრა. ამ მხრივ, მან მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას და საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას.
მინისტრებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ. საქართველოში ჩილეს ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის განხორციელების შესახებ დაინტერესება გამოიხატა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ჩილეს, როგორც მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთ მთავარ ექსპორტიორ ქვეყანას და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, დიდი შესაძლებლობები აქვთ მეღვინეობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მიხელ ჯანელიძემ ჰერალდო მუნოს ვალენსუელა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია"- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.