აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ბრიტანელებს ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდა. მისი აზრით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში უფრო ეფექტური იქნება ტერორიზმთან ბრძოლაში. ბრიტანულ Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ობამა აღნიშნავს, რომ ევროკავშირში წევრობა ზრდის დიდი ბრიტანეთის გავლენას მთელ მსოფლიოში, რადგან ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტას ის დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა.
„აშშ ხედავს, რომ თქვენი ძლიერი ხმა ევროპაში უზრუნველყოფს მსოფლიოში ევროპის მყარი პოზიციების შენარჩუნებას," წერს ობამა.
თუმცა საგაზეთო პუბლიკაციაში ამერიკის პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ საბოლოოდ ეს საკითხი ბრიტანელი ამომრჩევლების გადასაწყვეტია. მაგრამ მან ასევე თქვა: "თქვენი გადაწყვეტილების შედეგი ამერიკის შეერთებული შტატების ღრმა ინტერესის საგანს წარმოადგენს.
აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის მიგრაციულ კრიზისს, ტერორიზმსა და ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას აშშ და დიდი ბრიტანეთი ერთობლივი ძალებით შეძლებენ.
ობამა აღნიშნავს, რომ საჭიროა სიმტკიცე ტერორიზმთან და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, მის სრულ ლიკვიდაციამდე.
ბარაქ ობამა დიდ ბრიტანეთში სამდღიან ვიზიტად იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.