ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს სავჩენკოს გათავისუფლებამდე სანქციებით ემუქრება
22-04-2016, 02:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის საბჭო რუსეთის ხელისუფლებას ყალბი ბრალდებების შეთხზვასა და საერთაშორისდო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ე.წ.სავჩენკოს სასანქციო სია მიიღონ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ყალბი ბრალდებებით და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, 11 უკრაინელი ჰყავს დაპატიმრებული.
გარდა ამისა, ყირიმში რუსეთმა უკრაინის სულ მცირე 10 მოქალაქე დააკავა და პოლიტიკური მოტივებით წაუყენა ბრალდება.

 

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ყველაზე აღმაშფოთებელი ნადეჟდა სავჩენკოს საქმეა.

 

„ასამბლეა გმობს უკანონო დაპატიმრებებს, დაკავებებსა და ასევე სავჩენკოს საქმის სასამართლო განხილვას რუსეთში და მოუწოდებს მის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, შემოიღონ სანქციები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებსაც სავჩენკოს საქმესთან აქვთ კავშირი. სანქციებს შორის დასახელებულია ქვეყნის ტერიტორიაზე ჩასვლის აკრძალვა და ფინანსური აქტივების გაყინვა.

 

ასამბლეა მიიჩნევს, რომ აღნიშნული სანქციები უნდა იმოქმედოს სავჩენკოს გათავისუფლებამდე.

 

საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა უკრაინელი პატიმარი და გავლენა მოახდინოს დონბასში მოქმედ პრორუს სეპარატისტებზე, რათა მათ უკაინელი ტყვეები გაათავისუფლონ.

 

ამასთანავე, საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ უკრაინელი

 

სპეცსამსახურებისა და სამხედროების მიერ დაკავებული ტყვეების უფლებების დარღვევის ფაქტები ფიქსირდება.

 

საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს უკრაინას, უმოკლეს ვადაში მოახდინოს ”რომის სტატუტის” რატიფიცირება, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში, კონფლიქტის პერიოდში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის კონკრეტული შემთხვევები გამოიძიოს.

 

საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და „ორმაგი სტანდარტების მაგალითი“ უწოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი