შს მინისტრმა ზუგდიდში მეხანძრე-მაშველებს საბრძოლო ფორმები გადასცა
22-04-2016, 02:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ეწვია და მეხანძრე-მაშველებს საბრძოლო ფორმები (სრული ეკიპირება - ფეხსაცმელი, რეზინის ბოტები, ტანსაცმელი, ჩაფხუტი), ასევე, სპეციალური დანიშნულების აირწინაღები, გენერატორები, წყლის ტუმბოები, ჰიდრავლიკური მაკრატლები გადასცა.

 


საქართველოს მასშტაბით, აღნიშნული ეკიპირებით შსს-ს მეხანძრე-მაშველების სრული შემადგენლობა აღიჭურვა. თანამედროვე აღჭურვილობა ინციდენტებზე რეაგირების ხარისხს გააუმჯობესებს.

 


გიორგი მღებრიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს გარემონტებული შენობაც დაათვალიერა. ორსართულიანი შენობა 2015 წელს განახლდა, გარემონტდა, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. სამმართველოში 46 მეხანძრე-მაშველი და ადმინისტრაციის 37 თანამშრომელი მუშაობს. ზუგდიდს 3 სახანძრო და 2 სამაშველო ავტომანქანა ემსახურება.

 


შს სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რეგიონული სამმართველოების თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვას ეტაპობრივად ახორციელებს. შსს-ს მეხანძრე-მაშველებს ახალი, ყოველდღიური ფორმები უკვე გადაეცათ. 2015 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი შენობები გაიხსნა თელავში, ქობულეთში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. 2016 წლის მანძილზე დასრულდება ამბროლაურის, ბაკურიანის, სტეფანწმინდის, გორის, ჭიათურის, ახალციხის, წალკისა და სხვა რაიონების სამმართველოების შენობების რეაბილიტაცია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი