პარლამენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს. პროექტი უმრავლესობის მიერ არის ინიცირებული, რომლის მიხედვითაც ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის იგეგმება.
პროექტი ითვალისწინებს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას. დაგეგმილია საარჩევნო ბარიერის 5%-დან 4%-მდე შემცირება.
პროექტი უმრავლესობის 81 წევრის მიერ არის ინიცირებული, ცვლილებების ინიცირება გასული წლის სექტემბერში მოხდა. დღეს ამ პროექტს იურიდულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, პარლამენტის წევრთა ნაწილი არა თუ ახლა, არამედ საერთოდ - მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს.
“პარლამენტის წევრთა ამ ნაწილის ნაწილმა მხარი დაუჭირა იმას, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ინიციატივა 2016 წლის შემდგომ ამოქმედდეს, მაგრამ მხარს არ უჭერენ იმას, რომ ეს ცვლილებება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდეს. მოგეხსენებათ, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ხმების ¾ ანუ სულ მცირე 113 ხმა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის წევრთა დიდი ნაწილის შეთანხმება სჭირდება, რაც ძალიან რთულია“, - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.