ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთიანი სასაზღვრო სამსახურის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის გაიმართა.
”ევროკავშირში შექმნილი სასაზღვრო და სახმელეთო დაცვის სამსახური დახმარებას გაუწევს ქვეყნებს, რომლებიც მიგრანტთა დიდი ნაკადის გამო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებიან. აღნიშნული ქვეყნების სუვერენიტეტს არაფერი ემუქრება,”– განაცხადა ევროკომისარმა ავრამოპულოსმა.
ახალი სასაზღვრო და სახმელეთო სამსახური ისეთი ქვეყნების დახმარებას შეძლებს, როგორიცაა საბერძნეთი.
”გადაწყვეტილება, რომელიც 21 აპრილს იქნა მიღებული ევროპარლამენტმა ივნისის თვეში უნდა დაამტკიცოს. აღნიშნული სამსახური მოქმედებას 2016 წლის ზაფხულის დასასრულიდან დაიწყებს”, - წერს უცხოური მედია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.