თბილისს ბერნარ კუშნერი ეწვია
22-04-2016, 03:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისს საქმიანი ვიზიტით “გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბერნარ კუშნერი ეწვია.

 

 

ბერნარ კუშნერის ვიზიტის მიზანს, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული პროექტების შეფასება და ერთწლიანი მუშაობის შედეგების გაცნობა წარმოადგენს.

 

 

დღეს ჯანდაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის“ ერთობლივ პროექტებზე ბრიფინგი გაიმართა.

 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ, „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბერნარ კუშნერმა და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდნეტმა, ჟან-ელი მალკინმა „გლობალური ალიანსისა“ და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

 

 

მათ ასევე თანამშრომლობის ერთი წელი შეაფასეს. განიხილეს მიღწეული შედეგები და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარებაზე.

 

 

ვალერი კვარაცხელიამ „გლობალური ალიანსის“ ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

ბერნარ კუშნერმა ჯანდაცვის სამინისტროსთან პარტნიორული ურთიერთობა დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის პირველი ფაზის დასასრულთან დაკავშირებით მომზადებულ თოთხმეტპუნქტიან გეგმაზე ისაუბრა.

 

 

„გლობალური ალიანსის“ პრეზიდნეტმა, ჟან-ელი მალკინმა კი დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების პროცესში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს როლი გამოჰყო. „ეს უნდა იყოს ნამვილი პარტნიორობა, რადგან სწორედ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა განახორციელოს ცვლილებები“-აღნიშნა ჟან-ელი მალკინმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი