თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებას ევროკავშირი საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ადევნებს თვალს.
ევროგაერთიანება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მან სასამართლო პროცესის დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლება უზრუნველყოს.
გიგი უგულავას დაკავებას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტიც გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, გიგი უგულავას დაკავება, როგორც ჩანს, კანონის უზანაესობის წინა ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.
შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელ "თვითერზე" გამოაქვეყნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.