"მთელი წლის განმავლობაში ველოდებით ლარის გამყარებას" - აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.
მინისტრის განცხადებით, ყველაზე ცუდი ეკონომიკისთვის არის ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება და მკვეთრი გაუფასურება.
ქუმსიშვილმა ეროვნული ბანკის პოლიტიკაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტრაა და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.
„ჩვენ ხელისუფლების შტოებს გვაქვს საუკეთესო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა, რაც სწორი პოლიტიკაა. არის დაგეგმილი კიდევ კონკრეტული ქმედებები, რომელსაც ეროვნული ბანკი თვითონ გააჟღერებს რაღაც პერიოდში იმისთვის, რომ ლარზე გაჩნდეს მეტი მოთხოვნა და ლარი იყოს უფრო საჭირო ეკონომიკაში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.