საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს განცხადება იმპროვიზაციის სფეროს წარმოადგენს.
„ანგარიშის დაყადაღების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებს სასამართლოს თანხმობით. ყველა სხვა განცხადება რჩება მხოლოდ გამოხატვის და იმპროვიზაციის ფარგლებში. გამოხატვის უფლებას ვერავის წავართმევთ, ვერც იმპროვიზაციის, მითუმეტეს ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის წევრს“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ერთ-ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი იარაღით ვაჭრობს და მან ივანიშვილის ქონების დაყადაღება მოითხოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.