საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები უკვე აცნობიერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე და პუტინის პროექტი.
„ჩვენი პარტნიორები დასავლეთიდან და ამ შემთხვევაში ამერიკიდან უკვე აცნობიერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე, არის რუსული პროექტი, პუტინის პროექტი და ის საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს. ეს იყო გაფრთხილება და მოწოდება იმისათვის, რომ პუტინის ეს იარაღი გავაუვნებელყოთ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
როგორც ცნობილია, ამერიკელი კონგრესმენი სტივ რასელი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იარაღით ვაჭრობს და იგი მისი ანგარიშების გაყინვას მოითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.