ვახტანგ ხმალაძე: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება პარლამენტმა, შესაძლოა, ვერ მოახერხოს
22-04-2016, 05:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მომავალი კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა, სავარაუდოდ, საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება.

 

 

იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, დაგეგმილია ორივე საკონსტიტუციო ინიციატივის ერთად განხილვა, თუკი კვორუმის თვალსაზრისით პარლამენტში პრობლემა არ შეიქმნება.

 


ერთის მხრივ, საუბარია საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილ პროექტზე, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს, ხოლო მეორეს მხრივ, პარლამენტის დღის წესრიგში ოპოზიციის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებები დგას, რაც 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის - პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.

 


ვახტანგ ხმალაძე არ გამორიცხავს, პარლამენტმა ვერც ერთი საკონსტიტუციო ცვლილების მიღება ვერ შესძლოს. 

 


ხმალაძის აზრით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით ოპოზიციული პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო პროექტს გასვლის შანსი არა აქვს. რაც შეეხება უმრავლესობის 81 წევრის ინიციატივას, მისი განმარტებით, აღნიშნული პროექტის მიღების შანსი მაღალია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიღებული იქნება, რაც მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში, კარგი არ იქნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი