გია ცაგარეიშვილი - ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მხოლოდ 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი - ეს „ტრაგიკომედიაა“
22-04-2016, 05:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გია ცაგარეიშვილი ქართულ პოლიტიკაში დღეს არსებულ რეალობას „ტრაგიკომედიას“ უწოდებს, დეპუტატმა ეს შეფასება, კონკრეტულად, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გააკეთა. დეპუტატმა ”ტრაგიკომედია” უწოდა იმას, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროექტით, ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მხოლოდ 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი და როგორც აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ივიწყებს, რომ ხალხი განსაზღვრავს ხელისუფლების რაობას.

 

„სამწუხაროა, რომ უმრავლესობა იწყებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას და ავიწყდება ის ცვლილებების პროექტი, რომელიც ჩვენ სამი თვის წინ შემოვიტანეთ და რომელსაც დაახლოებით 250 000 მოქალაქის ხელმოწერა აქვს. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის ძალიან დიდი მხარდაჭერით არის მოსული ხელისუფლებაში. „ქართული ოცნება“ ივიწყებს, რომ ხალხი განსაზღვრავს ხელისუფლების რაობას და იმას, თუ რა უნდა აკეთოს მთავრობამ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი მიეცა დავიწყებას და „ქართული ოცნება“ წარადგენს იმ პროექტს, რომელშიც მითითებულია, რომ რეგიონულ-პროპორციული წესი უნდა ამოქმედდეს 2020 წელს. ვერავინ ვერ გვიხსნის, რატომ არ შეიძლება ახლავე ამოქმედდეს ის, რაც კარგი იქნება 2020 წელს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

აღნიშნულის მიუხედავად, მისი თქმით, პროექტს „თავისუფალი დემოკრატები“ მხარს დაუჭერს.

 

„ჩვენ გვინდა, რომ მაჟორიტარულ-ფეოდალური წესი მიეცეს დავიწყებას და გადავიდეთ არჩევნების ახალ სისემაზე, რომელიც ბევრად უფრო დემოკრატიულია და შეესაბამება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ტრაგიკომედია, რომელიც აქ უნდა გათამაშდეს და რომლითაც ეს ყველაფერი გადაიდება 2020 წლამდე, ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი