ზაქარია ქუცნაშვილი - საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პროექტს მხარს არ ვუჭერ
22-04-2016, 05:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს. ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როგორც მოქალაქეს, ასევე პარტიას უნდა ჰქონდეს პასიური საარჩევნო უფლება.

 

„მე წინააღმდეგი ვარ, რომ მოქალაქეებს წავართვათ პასიური საარჩევნო უფლება და პოლიტიკური საქმიანობა მონოპოლიზებული იყოს. ეს პოზიცია ჩამოყალიბებული მაქვს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან. ვარ და ვიქნები ჩვენი მოქალაქეების მხარდამჭერი, ვარ დემოკრატიის მხარდამჭერი, მაგრამ არა პოლიტიკური მონოპოლიზაციის კუთხით“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

მისივე თქმით, მან არ მოაწერა ხელი იმ ცვლილებებს რასაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რადგან ეს იგივეა რომ ბიზნესის კეთების უფლება მიეცეთ მხოლოდ ფირმებს და აეკრძალოთ მოქალაქეებს.

 

პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. ცვლილებების ინიციატორი უმრავლესობის 81 წევრია. აღნიშნული პროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებებით დაგეგმილია საარჩევნო ბარიერის 5%-დან 4%-მდე შემცირება.

 

უმრავლესობის პროექტით ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის იგეგმება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი