ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა, რომ ნატო საქართველოს დახმარებას აგრძელებს, მანვე აღნიშნა, რომ საქართველოზე რუსეთი კვლავ ახდენს მნიშვნელოვან ზეწოლას.
მისივე განცხადებით, რუსეთი მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.
„კრემლის ფარული ჩართულობა ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების, საქართველოსა და მოლდოვას „გაყინულ“ კონფლიქტებში ქმნის არასტაბილურობის გაურკვეველი დროით გახანგრძლივების საფრთხეს“, - განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაში რიგ ინსტრუმენტს იყენებს და საქართველოსა და უკრაინას ეხმარება პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებაში.
ალექსანდრ ვერშბოუმ ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს თანამშრომლობის გაუმჯობესებას საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შორის, რათა მოხდეს საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.