მათ, ვისაც "ქართულ ოცნებაში" დამსახურება აქვთ და მებრძოლები არიან, არაფრად აგდებენ და ყველაფერს უავტორიტეტო ადამიანები წყვეტენ - ომარ ნიშნიანიძე
22-04-2016, 07:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ პარტიაში არსებობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებენ და აზრს არავის ეკითხებიან. ეს კი, მისი აზრით, "ოცნების" ინტერესებს აზიანებს და არჩევნებში ღირსეული კანდიდატებით წარდგენის შანსს უკარგავს. ამის შესახებ ნიშნიანიძემ გაზეთ  "რეზონანსთან" ისაუბრა.


"ომარ ნიშნიანიძე შეკითხვაზე - "როგორც ცნობილი გახდა, თქვენ ქუთაისში საფიჩხია-კახნიაურის ოლქში კენჭს იყრით. ეს გადაწყვეტილება იმიტომ ხომ არ მიიღეთ, რომ თქვენი კანდიდატურა პარტიულ სიაში დაბლოკეს?" - პასუხობს: "სიმართლე გითხრათ, პარტიულ სიაში ჩემი კანდიდატურის დასაყენებელად არც მიფიქრია და არც მიბრძოლია. ზოგი, ვინც მაჟორიტარი დეპუტატია, ფიქრობს, რომ მაჟორიტარულ ოლქში თუ ვერ გავიმარჯვებ, არაუშავს, პარტიულ სიაში ხომ მაინც ვიქნებიო. მე ის კაცი არ ვარ, რომ ვინმეს რამე უბრძოლველად დავუთმო. გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ და არავის არაფერს არ შევარჩენ... ის, რომ თავის დროზე პარტია თუნდაც ჩვენთვის გახსნილი არ იყო, იმაზე მიუთითებს, რომ ვიღაცები კარს გვიკეტავენ. ადამიანებს, რომელთაც პარტიაში გარკვეული დამსახურება აქვთ და მისი დამფუძნებლები არიან, აქტიურები და მებრძოლები არიან, არაფრად აგდებენ. ამიტომაც "ქართულ ოცნებაში" ჩვენი ჩართულობა უფრო მეტი უნდა ყოფილიყო. პარტიაში კონკრეტული პირები არსებობენ, რომლებიც გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებენ", - ამბობს ნიშნიანიძე, რომელიც მათი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, რადგანაც თვლის, რომ ეს "კორექტული არ იქნება."


მას იმედი აქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ამგვარ წინააღმდეგობებს მოხსნის.


"დიდი იმედი მაქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც პარტიას სათავეში ჩაუდგება, ასეთ წინააღმდეგობებს მოხსნის. ჩემი კრიტიკული გამონათქვამები და დამოკიდებულება პარტიაში არსებული მდგომარეობის შესახებ იმის სურვილია, რომ "ქართული ოცნება" უფრო ძლიერი იყოს და არჩევნებამდე ერთიანი, შეკრული გუნდით მივიდეთ... "ჩვენში" ვგულისხმობ თუნდაც ფრაქცია "ქართულ ოცნებას". ყოველთვის ვამბობდი, რომ პარტიის გული და სული ფრაქცია უნდა ყოფილიყო, რადგანაც ეს ხალხი ამ პარტიის სათავეში იდგა და გუნდისთვის, ხელისუფლებისთვის სასარგებლო არაერთი საქმე გაუკეთებია. შენს ქალაქში, რაიონსა და უბანში როდესაც არასდროს გეკითხებიან, თუ ვინ შეიძლება იყოს გამორჩეული, ავტორიტეტული და დასაწინაურებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ არაფრად გაგდებენ,"  აცხადებს ომარ ნიშნიანიძე და ამატებს, რომ პარტია "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილებებს უავტორიტეტო და გამოცდილების არმქონე ადამიანები იღებენ.


"უბრალოდ, სურვილი მაქვს, რომ პარტიაში საუკეთესო კადრები მოვიდნენ. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ყველაფერს ამას ის ადამიანები წყვეტენ, რომელთა უკან პირადი ამბიციურობის გარდა არაფერი დგას. მათ არც გამოცდილება და არც ავტორიტეტი გააჩნიათ, მხოლოდ იმის სურვილი აქვთ, რომ ხელმძღვანელ ორგანოებში იყვნენ. მათ მიაჩნიათ, რომ გამოცდილება არაფერი არ არის და აუცილებელი მხოლოდ ინგლისურის ცოდნაა. ეს იმისთვის საკმარისია, რომ ქვეყნის განვითარებაზე პრეტენზია ჰქონდეთ?! მე მგონია, რომ არ არის. ამიტომაც ჩვენი ჩართულობა არაფერს დააშავებდა. მე იმ ფრონტზე ვიბრძოლებ, სადაც ჩემი ხელისუფლებისთვის გამარჯვების მოტანა შემიძლია," ამბობს ნიშნიანიძე და განაგრძობს:


"პარტიაში არსებობს პატარ-პატრა ჯგუფური წარმონაქმნები, რომლებიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. სურვილი იმისა, რომ უფრო კარგები ვიყოთ და პარტიაში გარკვეული საკითხების მიმართ ერთმანეთს რჩევები მაინც ვკითხოთ, ეს მემგონი, საქმეს ძალიან კარგად წაადგება. გახსოვთ ალბათ არმაზ ახვლედიანის გამოთქმა, პარტიიდან "ბებერი ნიანგები" უნდა წავიდნენო. ვფიქრობ, რომ "ბებერ ნიანგებზე" მეტად პარტიაში საქმეს "ახალგაზრდა ალიგატორები" აფუჭებენ - ერთ მაგალითს გეტყვით და მკითხველი ადვილად მიხვდება, რას ვგულისხმობ. მე პირადად ქუთაისის პარტიული ორგანიზაციის დამფუძნებელი ვარ. მის დაფუძნებაში ათასი უბედურება გადამხდა და დღეს ჩემს სიტყვას და ქმედებას დიდი რეზონანსი აქვს. როდესაც პარტიული კონფერენცია ჩატარდა, მათ სურვილზე რომ ყოფილიყო, იქაც არ დამიძახებდნენ. ამ შემთხვევაში ჩვენი პარტიიდან განრიდება ხდება", - მიიჩნევს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი.


"გამოდის, რომ თუ მიშას ხელისუფლებამ ჩაგვრეცხა, ახლა ჩვენმა ხელისუფლებამ ჩამოგვწერა?! უბრალოდ კითხვას ვსვამ. მე მაგალითად თავს არავის ჩამოვაწერინებ. იმიტომ, რომ სხვებზე მეტი მიბრძოლია და სიტყვა-გონებაც კარგად მიჭრის. არც გამოცდილება და პრაქტიკა მაკლია. რა თქმა უნდა, პარტიიდან გარკვეული ნაწილი ალბათ საქმიანობას თავისი სპეციალობით გააგრძელებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ერთი მესამედი უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ნაბრძოლი ხალხის დიდი ნაწილი პარტიაში უნდა დარჩეს," დასძენს ომარ ნიშნიანიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი