შალვა რამიშვილმა დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას ტელეკომპანია „იმედის“ მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ესაუბრა.
რამიშვილის თქმით, იგი „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ აიძულა გადაცემაში სტუმრად მიეწვია ლევან მურუსიძე და რამდენიმე მოსამართლე. რამიშვილმა ამის დამადასტურებლად ჟურნალისტებთან მისი და ბატხაძის ვაიბერ-მიმოწერა გაასაჯაროა.
შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა, რის შემდეგაც მან ბახტაძეს განუცხადა, რომ სხვა დროს აღარ მიიღებდა პოლიტიკურ დაკვეთებში მონაწილეობას. შალვა რამიშვილის აზრით, იგი „იმედიდან“ სწორედ ამიტომ გამოუშვეს, რომ არ დათანხმდა დავალებების შესრულებას. რამიშვილის განცხადებით, მას გიორგი ბახტაძემ უთხრა, რომ ეს იყო უშუალოდ ირაკლი რუხაძის დავალება.
შალვა რამიშვილმა დღესვე, საჯაროდ ინგა გრიგოლიას ბოდიში მოუხადა, რადგან მხარდაჭერა არ აღმოუჩინა მისი ტელეკომპანიიდან „საეჭვო“ წასვლის დროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.