კონგრესმენმა რასელმა მიხედოს თავის ქვეყანას, რასელმა კი არ უნდა მართოს საქართველო, არამედ უნდა მართოს ხალხმა, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა ამერიკელი კონგრესმენის რასელის განცხადებაზე კომენტირებისას გააკეთა.
"ცინიკურია როცა ივანიშვილს ესხმიან თავს, რუსეთის კაციაო. იმის გამო, რომ ვიღაცა რასელმა ვიღაცა არ დააშანტაჟოს, ასე არ უნდა ითქვას. რასელმა მიხედოს თავის ქვეყანას, რაც უნდა დიდი იყოს ეს ქვეყანა. საქართველო უნდა მართოს ხალხმა და იმ ადამიანებმა ვისაც ხალხი აირჩევს. უნდა ვისწავლოთ ჩვენი არჩევანის პატივისცემა. ახლა ამოქმედდა მეხუთე კოლონა, მას არ გააჩნია მხარდაჭერა მოსახლეობაში და სხვადასხვა გზით ცდილობენ პარლამენტში შემოღწევას, ზოგი სხვა რასელს გამოიყვანს და ალაპარაკებს და ზოგი სხვას. ამ საკითხში ბიძინა ივანიშვილისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მაქვს“, - განაცხადა მეჭიაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.