საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრება მართლმსაჯულების ზეიმია.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს უგულავას დაპატიმრების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
,,ჩემი შეფასება არის შემდეგი: უგულავას დაპატიმრება, რაც გუშინ სასამართლოში მოხდა, მართლმსაჯულების ზეიმია. გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ იხილა დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი მოსამართლის მიერ მიღებული დამოუკიდებელი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. მე სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას მივესალმები.
დღეს ჩვენი მთავარი მონაპოვარი ის არის, რომ სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელი და თავისუფალი გახდა. ხელისფლება სასამართლოს საქმეებში არ ერევა. ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის ხელისუფლება როგორ ექცეოდა მოსამართლეებს და როგორ იქცეოდნენ პროკურორები"-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმეზე გამართულ პროცესზე, მოსამართლემ პროკურორების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და უგულავას აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.