საქართველო 2015 წლის 15 მაისს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიურ შეხვედრას უმასპინძლებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
,,მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარერბის ბანკის დირექტორის შეხვედრაზე, რომელიც დავოსში გაიმართა, ცნობილი გახდა, რომ თბილისი 2015 წლის 15 მაისს ევრობანკის ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს. ჩვენ ამ ღონისძიების მოსამზადებლად რვა თვის განმავლობაში ვმუშაობდით. სექტემბერში თბილისს EBRD-ის მისია ეწვია, რომელმაც თბილისის ინფრასტრუქტურა შეამოწმა, თუ რამდენად იყო მზად ამ ღონისძიების დასახვედრად"-განაცხადა ხადურმა.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოსთვის ერთ-ერთი დიდი ინვესტორია.
"EBRD ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია. ის 20 წელია საქართველოში მუშაობს. მისი დამფუძნებელი 60-ზე მეტი ქვეყანაა. თბილისს ამ ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები ეწვევა. ვფიქრობთ, რომ 2015 წლის მაისში თბილისში 34 ქვეყნის ფინანსთა მინისტრი და 30 ქვეყნის სხვა მინისტრები ჩამოვლენ. საქართველოს ისტორიაში ეს უნიკალური შემთხვევაა" - განაცხადა ხადურმა.
მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება საქართველოს დიდ შესაძლებლობას მისცემს.
გასულ წელს EBRD-ის წლიური შეხვედრა სტამბოლში ჩატარდა, წელს ვარშავაში გაიმართება. სწორედ ვარშავაში მოხდება საქართველოს, როგორც მომავალ წელს აღნიშნული ღონისძიების მასპინძელი ქვეყნის წარდგენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.