უგულავას პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოსთან დაკავებულ პირებს 100-ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ
06-07-2014, 01:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტისას დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 100-100 ლარის გადახდა დააკისრა.

 

 

ალექსანდრე ბედოიძის, ლაშა რუხაიას, ხვიჩა სუხიშვილის, ირაკლი ჩხვირკიას და ლაშა ჭიღლაძის ჯარიმის გადახდა 166-ე მუხლის შესაბამისად დაეკისრათ, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ხოლო 173-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაზე, რაც პოლიციისთვის წინააღმდგეობის გაწევას გულისხმობს, ადმინისტრაციული დევნა შეწყდა.

 

 

სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა ასევე საქართველოს ყოფილ ელჩს იტალიაში, კოტე გაბაშვილს.

 

 

"სასამართლომ განიხილა რა, რეალური ფაქტები, რომელიც იყო პოლიციის მიერ წარმოდგენილი, დაადგინა, რომ ის მუხლი, რომელიც შეეხებოდა წინააღმდეგობის გაწევას და ხელის შეშლას პოლიციის მუშაობისთვის, უბრალოდ არ არსებობდა ჩემს შემთხვევაში. რაც შეეხება პროტესტის გამოხატვას, პროტესტი ნამდვილად გამოვხატე ჩემს წინ დაჭერილი უცნობი კაცის გათავისუფლებისათვის და აქ ჩაითვალა, რომ ხმამაღლა გამოვხატე ეს პროტესტი და დამაჯარიმეს 100 ლარით", - განაცხადა კოტე გაბაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ის ჯარიმის გადახდას აპირებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს.

 


როგორც პროცესზე პოლიციელებმა განაცხადეს, აღნიშნული პირების მხრიდან 4 ივლისს ადგილი ჰქონდა აგრესიას და ისინი აგინებდნენ, როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას და პოლიციას. პოლიციელების ეს ბრალდება დაკავებულებმა უარყვეს და განაცხადეს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის არ მიუყენებიათ.

 


ამასთან, დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია, როგორ მოხდა აღნიშნული პირების დაკავება. ისინი 4 ივლისს, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი