ახლო მომავალში ნატოს გაფართოების შესაძლებლობა არ არსებობს იმ შიშებიდან გამომდინარე, რომ ამან შესაძლოა რუსეთის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, - აღნიშნული განცხადება პარასკევს შეერთებული შტატების ელჩმა სამხედრო ალიანსში, დაგლას ლუტმა გააკეთა, პერსპექტივა, რომელიც სავარაუდოდ იმედებს გაუცრუებს საქართველოს და ბალკანეთის რამდენიმე სახელმწიფოს. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.
დაგლას ლუტმა განაცხადა, რომ ნატო იყო "მოკაკვულ მდგომარეობაში" ცვლილებების წინაშე პირისპირ მდგომი, რაც ცივი ომის დასრულების გარმოებებით იყო განპირობებული, და ალიანსს არ უნდოდა გაემწვავებინა რუსეთში არსებული შიდა სისუსტეები.
"რეალურად რომ ითქვას, არ ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში, შესაძლოა უფრო მეტი დროის განმავლობაშიც, ნატოს დამატებითი სივრცე გააჩნდეს იმისათვის, რომ მან ახალი წევრები მიიღოს," განაცხადა ლუტმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ლონდონში.
"ვფიქრობ, რუსეთი თამაშობს მნიშვნელოვან როლს სტრატეგიულ გარემოში და ეს სტრატეგიული გარემო ნატოს გაფართოებას დაამუხრუჭებს.
"თუ შენ მიიღებ ზემოთხსენებულს ... რუსეთის შიდა სისუსტეზე და შესაძლოა ძლიერ დაღმასვლაზე, აზრს იქნება მოკლებული ის, რომ კიდევ უფრო მეტად უბიძგო მას და ამით შესაძლოა ამ დაღმასვლის დესტაბილიზაცია დააჩქარო."
გასულ დეკემბერს ნატომ 2009 წლის გაფართოების შემდეგ, პირველად მიიწვია თავის რიგებში ახალი ქვეყანა, მონტენეგრო, ნაბიჯი, რომელმაც მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია. კრემლი აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ ნაწილში ნებისმიერ გაფრთოებას ეწინააღმდეგება.
ნატომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრებად მიღებაზე ღია დაპირება მისცა საქართველოს და ბალკანეთის ქვეყნებს, მაკედონიას და ბოსნიას და ჰერცოგოვინას, აგრეთვე უკრაინას, რომელიც 2014 წლიდან მისი ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში რუსების მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ბრძოლობს.
ლუტმა განაცხადა, რომ დამატებითი წევრების პოლიტიკა ღია რჩება, მაგრამ ნატოს ყველა, 28-ვე წევრი უნდა დაეთანხმოს ახალი წევრების მიწვევას, და ამგვარი რამ მცირედაა მოსალოდნელი.
"არ არსებობს გზა, ახლო მომავალში მივაღწიოთ შეთანხმებას საქართველოს და უკრაინის წევრებად დამატებაზე," თქვა ლუტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.