ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში 430 ოჯახს წყლის პრობლემა მოეხსნება. სოფელში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ზემო ქვალონში მიმდინარე წყალმომარაგების სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.
სოფელში წყლის სისტემა არასდროს არსებობდა, ადგილობრივები ჭებით სარგებლობდნენ, თუმცა, ზაფხულის პერიოდში ჭებში წყალი შრება, რის გამოც მოსახლეობას წყლის მოტანა მეზობელი სოფლებიდან რეზერუარებით უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ სოფელს 24 საათიანი წყალი ექნება.
წყლის პრობლემის მოგვარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია ადგილობრივებს, ერთი წლის წინათ ქვალონში გამართულ შეხვედრაზე დაპირდა, სოფლის მცხოვრებლებმა შესრულებული დაპირების გამო გუბერნატორს დღეს მადლობა გადაუხადეს.
მთლიანობაში წყლის სისტემის მშენებლობა 26 კილომეტრზე მოხდება, რისთვისაც ნახევარ მილიონი ლარი იხარჯება. სამშენებლო სამუშაოებზე 15 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.