საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევები უკვე ცნობილია. IRI-ის კვლევების მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში ”ქართული ოცნება” ლიდერობს და მას გამოკითხულთა 20% უჭერს მხარს, ხოლო მეორე ადგილზე ”ნაციონალური მოძრაობაა”. მას გამოკითხულთა 19% უჭერს მხარს, მე-3 ადგილზე კი თავისუფალი დემოკრატები იმყოფებიან. მათ 13% უჭერს მხარს.
IRI-ს კვლევები ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.
გამოკითხვა მარტსა და აპრილში ჩატარდა. გამოკითხულთა პასუხების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობას 56 % აპირებს.
გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა შორის კი პირველ ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა 23%-ით, მე-2-ზე "თავისუფალი დემოკრატები" 21%-ით, მე-3 ადგილს კი 14%-ით "ქართული ოცნება" იკავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.