საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევების შედეგები უკვე ცნობილია. IRI-ის კვლევის თანამახმად, ნატო-ში გაწევრიანების მომხრე 79%-ია, ევროკავშირში გაწევრიანებას კი 85% უჭერს მხარს.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გამოკითხულთა 58% რუსეთთან დიალოგს უჭერს მხარს, 53% მომხრეა რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების ევროპული კურსის გაგრძელების პარალელურად, 23% კი ევროპული პოლიტიკის უპირობო მომხრეა.
კითხვაზე-თანახმა ხართ თუ არა ევროკავშირთან ინტეგრაციაზე თუკი ამით თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება გამოკითხულთა 51% უარყოფით პასუხს აფიქსირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.