საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევების მიხედვით, ლიდერების მიმართ კეთილგანწყობის კუთხით "საქართველოს განვითარების ფონდის" თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე ლიდერობს. მის მიმართ გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 75%-ია კეთილგანწყობილი, მე-2 ადგილს, 64%-ით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იკავებს, შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე, ირაკლი ალასანია მოდიან, რომელთაც თანაბრად 60% აქვთ. პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ გამოკითხულთა 56%-ია კეთილგანწყობილი, ხოლო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის მიმართ კი 54%.
IRI-ს კვლევები ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.
გამოკითხვა მარტსა და აპრილში ჩატარდა. გამოკითხულთა პასუხების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობას 56 % აპირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.