საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევები უკვე ცნობილია. კვლევამ დაადგინა, რომ საზოგადოებისთვის ეროვნული პრობლემების პირველი სამეული ასე გამოიყურება: უმუშევრობა, ეკონომიკური მდგომარეობა და ტერიტორიული მთლიანობა.
IRI-ის ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში ეკონომიკის ძირითად პრობლემად ლარის კურსს გამოკითხულთა 84% ასახელებს. 52%-ის აზრით ეს კომუნალური გადასახადებია, 41% ამ მიმართულებით გადასახადებს ასახელებს, 28% კი თვლის, რომ ეკონომიკის პრობლემების სათავე არაკომპეტენტურობაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.