გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს თურქეთში, თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარე გაზიანტეპის სირიელ ლტოლვილთა ბანაკში მოელიან. ამის შესახებ BBC წერს.
მერკელი ბანაკს დაათვალიერებს და თურქეთის პრემიერ-მინისტრ, აჰმედ დავუთოღლუს შეხვდება. მერკელთან ერთად თურქეთში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ფრანს ტიმერმანსი ჩავლენ.
მერკელის თურქეთში ვიზიტისას მოხდება იმის განსჯა თუ რამდენად კანონიერია ევროკავშირსა და თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც თურქეთიდან საბერძნეთში გადასული მიგრანტების უკან დეპორტირებას ითვალისწინებს.
როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აცხადებენ, თურქეთი არ არის უსაფრთხო ადგილი, სადაც შეიძლება რომ მიგრანტები დაბრუნდნენ.
თურქეთის ოფიციომა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ მიგრანტების თაობაზე დადებული ხელშეკრულება შეიძლება ჩაიშალოს, თუ თურქეთის მოქალაქეებისთვის მოთხოვნილი უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არ იქნება მიღებული.
შეთანხმებაში კი აღნიშნულია, რომ თურქეთმა მისი მოქალაქეების ევროპაში უვიზო მიმოსვლისთვის 4 მაისამდე 72 პირობა უნდა შეასრულოს, დიპლომატების განცხადებით კი ჯერჯერობით ანკარამ ამ პირობების მხოლოდ ნახევარის განხორციელება შეძლო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.