პრემიერმა და კორეის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე ისაუბრეს
23-04-2016, 03:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოშო ოფიციალურ ვიზიტად მყოფ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ჩუნგ უი ჰვას შეხვდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ პრემიერის პრეს-სამსახური ავრცელებს.

 

 

"შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს შეეხო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე თბილისში წყალდიდობის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 


მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პოტენციალი დიდია, რასაც ხელს შეუწყობს კორეის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა თბილისში.

 


საუბარი შეეხო თავისუფალი ვაჭრობის საკითხს, ასევე განათლების რეფორმას, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საქართველოს და იყოს საიმედო პარტნიორი საერთაშორისო არენაზე.

 


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება კორეული ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში. ამ მხრივ ხაზი გაესვა კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო წყლის კომპანია K Water-ის ინვესტიციას, რომელიც სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია" - აღნიშნულია პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი