არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს მერიის სისტემაში, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სამგორის რაიონის გამგებლის, მამუკა ჩოქურის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით.
„თანამდებობის დატოვების განცხადებით ჯერჯერობით არავის არ მოუმართავს. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ბუნებრივი პროცესია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერმა საუბრისას დაადასტურა, რომ სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური ამჟამად შვებულებაში იმყოფება. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩოქურმა კორუფციაში ბრალდების გამო თანამდებობა დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.