შს მინისტრი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი მოქმედების საჩვენებელ წვრთნას დაესწრო
23-04-2016, 03:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოში, იალღუჯაზე, შსს-ს სტრუქტურული დანაყოფების ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი მოქმედების საჩვენებელი წვრთნა ჩატარდა.

 


ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, აშშ-ს ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის დირექტორი, აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მრჩეველი პოლიციის საკითხებში, ევროკავშირის, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

 


უწყების ცნობით,განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინიციატივით ორგანიზებული ღონისძიება მიზნად ისახავდა შსს-ს სტრუქტურულ დანაყოფებს შორის კოორდინაციის, შტაბების მუშაობისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლებას, რაც საზოგადოებრივ უსაფრთხოების კონტროლს გააუმჯობესებს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს.

 

 

სასწავლო წვთნებში ჩართულები იყვნენ: შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველო, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიცია, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

 


ღონისძიების დასასრულს სტუმრებისთვის ჯავშანტექნიკის, იარაღების და სხვადასხვა სახის აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი