კახა კალაძე: 2012 წლიდან ჩატარებულ NDI-სა და IRI–ს ყველა კვლევაში ცდომილება არის დაახლოებით 30-40%
23-04-2016, 04:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, NDI-სა და IRI –ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები „საფუძვლიან ეჭვებს“ იწვევს, რადგან მისი თქმით, კვლევებს აკეთებენ ქართული კომპანიები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ხოლო 2012 წლიდან ჩატარებულ NDI-სა და IRI–ს ყველა კვლევაში ცდომილება არის დაახლოებით 30-40%.

 

 

„რაც შეეხება NDI-სა და IRI–ს, ჩვენ ამ ორგანიზაციებს პატივს ვცემთ, ისინი ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, მაგრამ კვლევა არის სპეციფიური მიმართულება. ამას სჭირდება პროფესიონალი ადამიანები. როგორც ცნობილია, თვითონ ეს ორგანიზაციები არ ახორციელებენ კვლევით სამუშაოებს ველზე, სადაც ხდება ადამიანების გამოკითხვა. ამას აკეთებენ ქართული კომპანიები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები.

 


საფუძვლიან ეჭვს, რომ არ ვენდო აღნიშნული კვლევის შედეგებს, მაძლევს ისიც, რომ მათ მიერ 2012 წლიდან ჩატარებულ ყველა კვლევაში ცდომილება არის დაახლოებით 30-40%. ეს არის კატასტროფა. მაშინ როცა გვეუბნებიან, რომ ცდლომილების საშუალო მაჩვენებელი 2%-ს შეადგენს. ეს იწვევს საფუძვლიან ეჭვებს," განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი