„საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე სამუშაო ვიზიტად აშშ-ში იმყოფება. იგი ვაშინგტონში სენატორებს, კონგრესმენებს, არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელებს და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრების მთავარი თემები საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია და საპარალამენტო არჩევნები იყო. პაატა ბურჭულაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
„ძალიან დიდი ინტერესია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის მიმართ, როგორც სენატში, ასევე კონგრესში. მქონდა პირისპირ შეხვედრები როგორც სენატორებთან, ასევე კონგრესმენებთან. მათ მზადყოფნა გამოთქვეს დიდი ყურადღებით დააკვირდნენ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და გამოგზავნონ დამკვირვებლები. ასევე ჩემი შეხვედრებისას საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას," განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.