მეუფე იაკობი: ხალხმა არჩევნებზე აჩვენა, რომ გულდაწყვეტილია
06-07-2014, 16:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, სასამართლო და სამართალი იმისთვის არსებობს, რომ მოვუსმინოთ და თუ კანონმორჩილები ვართ, მისი ნება აღვასრულოთ.

 

 

ამის შესახებ მეუფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა.

 

 

მან ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გაამახვილა.

 

 

"სასამართლოს ვალი სიმართლის დადგენაა. გადაწყვეტილება ზოგ მხარეს არ მოეწონება, ზოგისთვის მოსაწონია. სრულიად გასაგებია, რომ სასამართლო და სამართალი იმისთვის არის, რომ უნდა მოუსმინო და თუ კანონმორჩილი ხარ, უნდა აღასრულო კიდეც" - ბრძანა მეუფე იაკობმა.

 

 

ქადაგებისას მეუფემ წინა რეჟიმის 200-მდე პოლიტპატიმარიც ახსენა და ხელისუფლებას ძველი გახმაურებული საქმეების დროულად გამოძიებისკენ მოუწოდა.

 

 

"ციხისთვის ერთი ადამიანიც არ მემეტება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ პასუხს აგებს.

 

 

როცა 200-ზე მეტი ადამიანი გასამართლებული გიზის და პოლიტპატიმრის სტატუსს აძლევენ, კარგი, ვთქვათ არის დავა, რომ რამდენიმე შეიძლება არ იყოს პოლიტიკური ნიშნით გასამართლებული, მაგრამ ეს სურათს ხომ ვერ შეცვლის.

 

 


კონსტიტუცია რომ ასე იქელებოდა და ილახებოდა რა გააკეთე? გააკეთე, რომ იგივე არ მოხდეს? რომ ახალ ხელისუფალს იგივე ცდუნება არ გაუჩნდეს? ავიღოთ ქუჩაში 150-ზე მეტი დახვრეტილი ახალგაზრდა, რომელი საქმეა გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი? მე ახლა არ ვლაპარაკობ, რომ რომელი ძალაც ახლა არის, ყველაფერი ისე ხდება, რომ მოსაწონი იყოს. ხალხმა ამ არჩევნებზე აჩვენა რომ გულდაწყვეტილია" - ბრძანა მეუფე იაკობმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი