პრემიერ მინისტრთან „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან ლორთქიფანიძემ კომენტარი გააკეთა
23-04-2016, 07:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრმა აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენი მოკლევადიანი გეგმების განხორციელება დაიწყება, - განაცხადა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელმა ლევან ლორთქიფანიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში „აუდიტორია 115“-ის წევრების პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძეც ესწრებოდა.

 

 

„პრემიერ-მინისტრმა აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენი მოკლევადიანი გეგმების განხორციელება დაიწყება. ცხადია, დისკუსიის ფონზე, მაგრამ დაიწყება. ჩვენი მოკლევადიანი გეგმა არის ის, რომ თვითმმართველობის ცალკე მდგომი სტრუქტურა გაუქმდეს, დარჩეთ მათ ფუნქცია მხოლოდ წარმომადგენლობით ორგანოებში მუშაობის, აკადემიური საბჭოს გაფართოება, რექტორის არჩევის წესის ცვლილება. ასევე რექტორის მოვალეობის შემსრულებელს რექტორად კენჭისყრის უფლება აღარ უნდა ჰქონდეს. არსებობს პოზიტიური განწყობა, უბრალოდ, პრემიერმა გვითხრა, რომ თქვენ მარტო არ ხართ, სხვებიც არსებობენ, მათაც უნდა შევუთანხმდეთო. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ მან ცალკე დისკუსია აწარმოოს“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

 

მისივე თქმით, გარდა ამისა, „აუდიტორია 115“ აქვს გრძელვადიანი მოთხოვნები, ესენია: უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაზრდა, მეცნიერებისა და განათლების დაფინანსების საკითხები.

 

 

ლორთქიფანიძის თქმით, პრემიერ-მინისტრი მზადაა, რომ შეიქმნას პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც აკადემიური წრეები, სხვადასხვა ადამიანები პროცესში იქნებიან ჩართულები და გრძელვადიან რეფორმაზე იმუშავებენ.

 

 

მისივე თქმით, მესამე საკითხი იყო სუს-ისა და ”ოდეერების” საკითხი.

 

 

„ჩვენ ვუთხარით, რომ არ ვებრძვით უსაფრთხოების სამსახურებს, ისინი უნდა არსებობდნენ და ქვეყანაში წესრიგს უზრუნველყოფდნენ, მაგრამ ”ოდეერები” შიდა საკითხებში და დემოკრატიულ პროცესებში არ უნდა ერეოდნენ. ამაზეც მას პოზიტიური განწყობა ჰქონდა“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ და დასძინა, რომ ელოდებიან მომავალ შეხვედრებს.

 


გარდა ამისა, ლორთქიფანიძის თქმით, შეხვედრაზე მათ პრემიერს ზეწოლის კონკრეტული მაგალითები დაუსახელეს, კვირიკაშვილმა კი მზაობა გამოთქვა, რომ ამას გაარკვევს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი